* * * შენი სარკმელი
- ბუდე ამურის, კაკანათი და ოქროს დილეგი.
შიგ ჩიტებივით ბევრჯერ გაბმულან
ჩემი სიზმრები და სურვილები.
პატარა სახლი
ლიბომოშლილი -
ერთი პაწია ყანჩის ფიტული
მეჩვენებოდა ბროლის კოშკივით,
ზედ ცაზე იყო გადმოკიდული.
ღამით
კოშკიდან ოქროს დალალი
ჩამოგიშვია როგორც რიჟრაჟი,
მეც ამოვსულვარ შენთან მალულად,
ჰო, ამოვსულვარ ოღონდ... სიზმარში...
ჩავუვლი შენს
სახლს გულის ძაგძაგით
და ძველი სუსხით შევირთვილები,
დამესევიან და გამძიძგნიან
ძველი სიზმრები და სურვილები.
* * *
მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები
რომ თქვენი თმები დამაბრუნებდა,
მაგრამ დღეები, როგორც ქურდები
ჩემს დაპირებებს ანადგურებდნენ...
და ტყვია სადმე თუ გააციებს
გულს საშინელი განადგურებით
თქვენ მაპატიეთ, ჰო მაპატიეთ
დანაშაული - არდაბრუნების
მომენატრები და ავტირდები, გულში ცრემლები ჩაიმარხება... "მიყვარხარ ძლიერ" -გეტყვი
ძვირფასო,
თვითონ არ ვიცი რა მემართება.
თუკი ცრემლები არ გდენია მას ვერ გაუგებ ვინც ეხლა ტირის. თუკი არავინ მოგნატრებია
როგორ გაიგებ ფასს მონატრების ???
თუ ღამეები არ გითერვია
ვერც შეიგრძნობდი გათენებას დილისას,
თუ სიყვარული არ გიგემია,
ვისაც უყვარხარ არ გესმის მისი
წამი შეხვედრის და წამი განშორების, წამი რწმენისა და იმედგაცრუების, წამი სიყვარულის,წამი მწუხარების წამი მარტოობის მწარე სინანულის, ცალცალკე წამია,ერთად აღებული
მთელი ცხოვრებაა მსხვერპლად გაღებული..
ნუთუ რთულია უჩემობა? შეიძლება არც კი შენ ხომ უდარდელი ხარ ვით დამშვიდებული ზღვა შენთვის სიყვარული შენებური მცნებაა და ზოგადი წარმოდგენა
შენთვის მხოლოდ აუხსნელი თემაა
როგორ შეგიძლია იყო მასეთი?
ღმერთო, ცხოვრებამ რა გაწვალა ამდენი?
რომ განცდის გრძნობა სულ დაგიკარგა
და ძირითად ფასეულობად
შენთვის სხვა რამ გახადა
ნუთუ სიყვარულიის ფასს ვერ ხედავდი?
შეიძლება უბრალოდ ვერ ხვდებოდი
მე ცხოვრებამ შენთან ყოფნა არ მაკმარა
შენი სიყვარული ჩემთვის არ კმარა
სულში მოლოდინის ალი ანთია
და გარეთ ატმებია მთვრალი.
შენზე ფიქრებმა ღამე ათიეს
და არც მე მომიხუჭავს თვალი.
განთიადიდანვე შენზე ფიქრს უნდები
შენ თუ გახსებდები ნეტავ...?
არ მოვალ აწი აღარ დავბრუნდები,
აღარც ლექსებს გეტყვი მეტად.
ჩემი სიყვარულის ღმერთი, სხვისი სალოცავი
გახდა, ასეთი დარდი და სევდა როგორ ავიტანო ახლა, ჩემს ღმერთს დღეს სხვა უნთებს სანთლებს თუმც ჩემებრ მას როგორ სწამხარ.
ჩემი სიყვარულის გლოვა, სხვისი სიხარული გახდა, გრძნობა ჩემეული წრფელი ვერა და ვერაფრით ახდა, ჩემი სიყვარულის ღმერთი სხვისი სალოცავი გახდა.
იქნება თეთრი ნუშების თოვა და გაზაფხულის მეჯლისი სადმე, მე ჰაეროვან სამოსით მოვალ გაზაფხულით და სითბოთი სავსე... იქნება თეთრი ნუშების თოვა
და თეთრ ფანტელთა ტიალი თავზე,
სინათლით,მზით და ალერსით სავსე...
რომ სამუდამოდ შემორჩეს ხსოვნას,
რომ ეს აპრილი ყოველთვის აღდგეს,
და ერთხელ კიდევ ვიცეკვოთ სადმე...
შეასწორა და გაალამაზა-Anna))
|