Teenager
ხუთშაბათი, 09.01.2025, 10:50
                                                  
                                     
                                                     


                                                                                                                                                                       
შესვლა

მოგვძებნეთ:
odnoklasniki.ru :Teenager
FaceBook: Teens News
Skype:teens.news1
Mail:  
teensnewses@gmail.com

მენიუ

კატეგორიები
News სეახლეები [2]
Stars [8]
Pics [1]
Fashion [0]
Sts. sasiyvarulo Leqsebi [7]
Video [0]
მოთხრობები [0]
კონკურსი [4]
ახალი აზრები [0]
Gaaforme Siaxlee [4]
Raime Chvenze [0]
Others [3]

Chat
500

რეკლამა


ძებნა

კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

რეკლამა


კითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი??
სულ პასუხი: 23

Статистика
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2012 » ივლისი » 2 » მოვკვდებით.
12:46
მოვკვდებით.


დამარცხებული დეპრესია იგრძნობა ჩემში,
მიქუხს სიწყნარე მყუდროებით განამწარები.
ეს სიკვდილია, დამიჯერეთ, გულიდან ვერ ვშლი,
არადა დროა ამ სიკვდილის გარდაცვალების.
როდის წამსკდება თვალებიდან უაზროდ ცრემლი?
როდის გავხდები მატიანე საკუთარ თავის?
გაქრა ის ღმერთი ადრე პატივს რომელსაც ვცემდი
და ხალხმა ეშმაკს ვერცხლზე ისევ ევაჭროს ლამის.
ადამიანი იბადება - ფილოსოფიად,
ამომივიდა ყელში უკვე ამდენი სიბრძნე.
ჩემი სიცოცხლეც შემართული თითქოს თოფია,
გასროლაც რომლის გულის თითო ფეთქვაში ვხიზნე.
ღამეა ყველგან, ღამეა და როგორი თანაც.
გინახავს ღამით კანს გიწვავდეს სხივები ცხელი?
არ აფასებენ არანაირ დიდსა და მთავარს,
საკუთარ თავსაც პოეზიით თუ ვეღარ შველი -

სად არის აზრი, ღმერთო? გვნახა უღმერთოებამ.
ასე ვითომ და უიმედოდ რომ ზიზღით გვმოსეს.
ჩვენი სურვილით თითო–თითოდ მცნება გვტოვებდა
და ზურგს ვაქცევდით თითქოს ჩვენგან ზურგით მდგარ მოსეს.
მე მეშინია ჭეშმარიტად იმ დროის ღმერთო,
"შემიწყალესაც" რომ ვერ გეტყვი ერთხელ თუნდაც და
ეს ერთი მაგრამ „ერთი" ახლა იმდენად მეტობს,
არ გაგიკვირდეს ათასობით საზღვრებს თუ გაცდა.
იქნებ მიმიხვდით, რაც მინდოდა მეთქვა, არ მეთქვა.
ფარისევლური აქ სიტყვების გარდა მეც ვარ და,
პოეზიაა უძილობის ძღვენი ღამეთა
და ის სიკვდილი მე რომელიც გარდამეცვალა.
კატეგორია: Sts. sasiyvarulo Leqsebi | ნანახია: 761 | დაამატა: Annie♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
1 Anna))  
0
vaaaiee dzaan kaarggiiia mitumetees musikiis ponze kitxvaaa cry cry cry cry cry cry

2 mariaamii))  
0
dzaan momwons yochag ase ganagrdze

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
რეკლამა 3 
 
Copyright MyCorp © 2025