System of a Down (შემოკლებით System, ან SOAD) არის ამერიკული როკ ჯგუფი, რომელიც 1994 წელს ჩამოყალიბდა გლენდეილში, კალიფორნია. ჯგუფის წევრები არიან სერჟ თანქიანი (წამყვანი ვოკალი), დარონ მალაქიანი (ვოკალი და გიტარა), შავო ოდაჯიანი (ბასი), და ჯონ დოლმაიანი (დრამი). ჯგუფმა 1998 წლიდან ხუთი ალბომი გამოსცა. თანამედროვე როკ რადიოს წამყვანი ხმები რამდენიმე გრემის ნომინაციით იყვნენ წარდგენილნი და ერთხელ დაჯილდოვდნენ კიდეც. 2006 წელს ჯგუფში მომხდარი უთანხმოების გამო მისი თითოეული წევრი ცალკეულ პროექტებზე მუშაობს.
ჯგუფის ისტორია იწყება1993წლიდან, როდესაცლოს-ანჯელესისხმისჩამწერ სტუდიაში სრულიად შემთხვევით ერთმანეთს ორი ადამიანი შეხვდა, სერჟი და დარონი. მათ ერთმანეთი გაიცნეს და მალევე დაასკვნეს, რომ ორივეს ერთი წარმომავლობა ქონდათ. როდესაც გაირკვა რომ მათ ერთნაირი მუსიკალური გემოვნება ქონდათ გადაწყვიტეს რომ ახალი სომხური დიასპორა შეექმნათ. ვოკალისტი სერჟი იყო, გიტარისტი დარონი, ხოლო დრამერი ანდრანიკ ხაჩატუნიანი, ესეც აგრეთვე სომეხი. ჯგუფს კი SOIL დაარქვეს.
იმ დროს ჯგუფი ძალიან მოეწონა ვინმე შავო ოდაჯიანს, რომელიც ბანკში მუშაობდა და თავისუფალ დროს გიტარაზე უკრავდა. ჯგუფში იმ დროს უკვე იყო გიტარისტი და შავოს უნდოდა მათი მენეჯერი ყოფილიყო ან მათი პიარისათვის ემუშავა. 1995 წელს ჯგუფში უთანხმოება მოხდა, დრამერი წავიდა, მის ნაცვლად ჯონ დოლმაიანი მოვიდა, ხოლო შავო ბასისტი გახდა. ჯგუფს ორი ახალი წევრი შეემატა და გადაწყვიტეს სახელი შეეცვალათ. ჯგუფს System of a Down დაარქვეს. დარონმა დაწერა პოემა Victims of a Down, ამ სახელწოდებიდან გამომდინარე დაარქვეს ჯგუფს სახელიც, მაგრამ სერჟმა სიტყვა „Victim" შეცვალა „System"ით.