Teenager
ხუთშაბათი, 09.01.2025, 10:37
                                                  
                                     
                                                     


                                                                                                                                                                       
შესვლა

მოგვძებნეთ:
odnoklasniki.ru :Teenager
FaceBook: Teens News
Skype:teens.news1
Mail:  
teensnewses@gmail.com

მენიუ

კატეგორიები
News სეახლეები [2]
Stars [8]
Pics [1]
Fashion [0]
Sts. sasiyvarulo Leqsebi [7]
Video [0]
მოთხრობები [0]
კონკურსი [4]
ახალი აზრები [0]
Gaaforme Siaxlee [4]
Raime Chvenze [0]
Others [3]

Chat
500

რეკლამა


ძებნა

კალენდარი
«  ივნისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

რეკლამა


კითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი??
სულ პასუხი: 23

Статистика
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2012 » ივნისი » 26 » Taylor Swift
13:51
Taylor Swift

ტეილორ ელისონ სვიფტი (ინგლ. Taylor Alison Swift;დ. 13 დეკემბერი1989) — ამერიკელი ქანთრი პოპ მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი.

2006 წელს, მან გამოუშვა თავისი სადებიუტო სინგლი „Tim McGraw", შემდეგ კი მისი სახელის მქონე სადებიუტო ალბომი, რომელიც საბოლოოდ მრავალჯერ პლატინის ხარისხით სერტიფიცირდა ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის მიერ. 2008 წლის ნოემბერში, სვიფტმა გამოუშვა მეორე ალბომი, Fearless. Fearless-მა და ტეილორ სვიფტმა 2008 წელი შესაბამისად მესამე და მეექვე ადგილებზე დაამთავრეს, გაყიდვებით 2.1 და 1.5 მილიონი. Fearless პირველ ადგილზე მოხვდა ბილბორდ 200–ში 11 კვირა (არა თანმიმდევრულად)[1]; არც ერთი სხვა ალბომი არ ყოფილა 1 ადგილზე ამდენი ხანი 2000 წლის შემდეგ.ამ ალბომმა 2010 წელს გრემის დაჯილდოებაზე გაიმარჯვა როგორც წლის საუკეთესო და საუკეთესო ქანთრი ალბომმა. სვიფტი ჯურნალმა ბილბორდმა 2009 წლის საუკეთესო მომღერლად დაასახელა[2].ტეილორმა 2010 წლის 25 ოქტომბერს გამოუშვა მესამე სტუდიური ალბომი სახელწოდებით „Speak Now",პირველ კვირაში გაიყიდა 1,047,000 ასლი და ბილბორდ 200–ში დაიკავა პირველი ადგილი.

2008 წელს, მისი ალბომების გაყიდვის ჯამმა 4 მილიონს მიაღწია, რის შედეგადაც ის აშშ-ში წლის ყველაზე გაყიდვადი მუსიკოსი გახდა, Nielsen SoundScan-ზე დაყრდნობით.ფორბსმა სვიფტი 2009 წელს 69-ე ადგილზე დაასახელა ყველაზე გავლენიან ცნობილ ფიგურებს შორის, შემოსავლით $18 მილიონი.[3]ხოლო 2010 წელს მე–12 ადგილზე ყველაზე გავლენიან სელებრითებში $45 მილიონით.[4]2010 წლის იანვარში Nielsen SoundScan-მა სვიფტი დაასახელა სიმღერების ციფრული ასლების ყველაზე გაყიდვად მომღერალად დახლოებით 28 მილიონი გაყიდული ციფრული სიმღერით.[5] დღეს მას გაყიდული აქვს დაახლოებით 20 მილიონი ალბომი და 34.3 მილიონი სინგლი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.[6]

2011 წელს ამერიკულმა ჟურნალმა როლინგ სტოუნმა გამოაქვეყნა „პოპის დედოფალთა სია", სია 16 მომღერლისგან შედგება და მათ თანმიმდევრობას 2009-2011 წლების რეიტინგი განსაზღვრავს. ტეილორმა ამ სიაში მე–2 ადგილი დაიმსახურა.


Beautiful-blonde-dress-fashion-girl-favim.com-220869_large

მუსიკალური კარიერა [რედაქტირება]

13 წლის ასაკში ტეილორი ნეშვილში ჩავიდა, სადაც გადაგზავნილი ჰქონდა თავისი დემო-ჩანაწერები, მაგრამ იმხანად ხმის ჩამწერი სტუდიები არ იყვნენ დაინტერესებულნი ახალგაზრდა ტალანტის მონაცემებით და ის უარით გაისტუმრეს. სვიფტი, რომელიც ბავშვობაში დეტექტივის პროფესიაზე ოცნებობდა, პენსილვანიაში დაბრუნდა, სადაც მას მოულოდნელად მოწვევა მოუვიდა ჩოგბურთში „დიდი მუზარადის" ტურნირის „ U.S. Open tennis–ის" ორგანიზატორებისგან, რომლებმაც ნიჭიერი მუსიკოსი ტურნირის გახსნის დღეს ჰიმნის სამღერად მიიწვიეს[9]. სვიფტის გამოსვლით მაყურებლები აღფრთოვანებულები დარჩნენ და მის კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყო. ტეილორი თითქმის ყოველკვირა ჩადიოდა ნეშვილში და თავისი შემოქმედების პიარით მუსიკალური პროდიუსერებისგან შემოთავაზებებს ელოდებოდა. როდესაც ტეილორი 14 წლის გახდა, მისი ოჯახი ნეშვილში გადასახლდა. სწორედ ამ პერიოდში მასთან გააფორმა ხელშეკრულება „RCA Records–მა", მაგრამ ერთწლიანი თანამშრომლობის შემდეგ ტეილორმა გაწყვიტა კონტრაქტი, რადგან სტუდიის ხელმძღვანელები უშლიდნენ მას საკუთარი სიმღერების ჩაწერას. „ბლუბერდ კაფეში" (Bluebird Cafe) ხანმოკლე მუშაობის შემდეგ, სადაც ძირითადად თვითნასწავლი მომღერლები გამოდიოდნენ, ტეილორს „Big Machine Records–ი" დაუკავშირდა და კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა, რაზეც მუსიკოსი დასთანხმდა.

2006 წელს ტეილორმა გამოუშვა თავისი სადებიუტო სინგლი „Tim McGraw",რომელმაც მე–6 ადგილი დაიკავა ბილბორდის ცხელ ასეულში[10],2006 წლის 26 ოქტომბერს კი გამოუშვა პირველი სტუდიური ალბომი „Taylor Swift",[11] რომელიც მე–5 ადგილზე განთავსდა ბილბორდ 200–ში,პირველ კვირაში გაიყიდა 39,000 ალბომის ასლი.[12]ალბომში შესული სიმღერების უმეტესობის ტექსტები და მელოდია ტეილორს ეკუთვნოდა და ქანთრისსტილში ჩაწერილ ალბომებს შორის ის დიდხანს ინარჩუნებდა მოწინავე პოზიციებს შესაბამის ჰიტ-აღლუმებში,ასევე მრავალჯერ-პლატინის ხარისხით სერტიფიცირდა ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისმიერ.2010 წლისთვის ტეილორ სვიფტის ამ ალბომის გაყიდვების მაჩვენებელმა 5,3 მილიონი ცალი ასლი შეადგინა.

2007 წლის ოქტომბერს, საერთაშორისო ასოციაციის მიერ სვიფტი იყო დასახელებული, ნეშვილის მიერ შექმნილი სიმღერების საუკეთესო შემსრულებლად, წლის ავტორად და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მომღერალი, რომელმაც ამ პრემიის აღება მოახერხა. სვიფტის საშობაო ალბომი "Sounds of the Season: The Taylor Swift Holiday Collection" გამოჩნდა 2007 წლის 14 ოქტომბერს,ხოლო 2008 წლის 15 ივლისს გამოუშვა მინი ალბომი "Beautiful Eyes". ტეილორმა აიღო გრემის პრემია 2008 წელს, ნომინაციაში "ახალი საუკეთესო შემსრულებელი". მისი შემდგომი ალბომი "Fearless" გამოჩნდა ამერიკაში, 2008 წლის 11 ნოემბერს,რომელიც წინაზე გაცილებით წარმატებული აღმოჩნდა. ალბომმა დაიკავა პირველი ადგილი "ბილბორდ 200–ში".პირველ კვირაში გაიყიდა მისი 592 000 ეგზემპლარი.ამ ალბომმა 2010 წელს გრემის დაჯილდოებაზე გაიმარჯვა როგორც წლის და საუკეთესო ქანთრი ალბომმა.სვიფტი ბილბორდმა 2009 წლის საუკეთესო მომღერლად დაასახელა.

განსაკუთრებით წარმატებული ტეილორისთვის 2009 წელი გამოდგა, როდესაც ის „MTV-ის" მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების ტრიუმფატორი გახდა.თუმცა ასევე ამ დაჯილდოების უმთავრესი სკანდალის მონაწილეც,როდესაც ტეილორმა თავისი ჯილდო მიიღო და სამადლობელი სიტყვის სათქმელად ემზადებოდა, მას მოულოდნელად მიეჭრა რეპერი კანიე უესტი, გამოართვა მიკროფონი და სახალხოდ განაცხადა, რომ ეს ჯილდო ბიონსეს ეკუთვნოდა და რომ ტეილორ სვიფტი შემთხვევით გახდა გამარჯვებული. რეპერის ამ ქცევას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, ხოლო ბიონსემ მისთვის განკუთვნილი ჯილდოს მიღების შემდეგ, როგორც წლის საუკეთესო მომღერალმა, სამადლობელი სიტყვის თქმა ტეილორს დაუთმო და ამით თავისი კეთილი ნება გამოხატა ახალგაზრდა მუსიკოსის მიმართ.

ტეილორმა 2010 წლის 25 ოქტომბერს კიდევ ერთი სტუდიური ალბომი გამოუშვა სახელწოდებით „Speak Now",პირველ კვირაში გაიყიდა 1,047,000 ასლი და ბილბორდში დაიკავა პირველი ადგილი.

2011 წელს ამერიკულმა ჟურნალმა როლინგ სტოუნმა გამოაქვეყნა "პოპის დედოფალთა სია",სია 16 მომღერლისგან შედგება და მათ თანმიმდევრობას 2009-2011 წლების რეიტინგი განსაზღვრავს.ტეილორმა ამ სიაში მე–2 ადგილი დაიკვა.

                     Tumblr_m667tmmxey1qiwdzao6_250_large



Tumblr_m61m14lcxs1qe8ox0o1_500_largeTumblr_m65ojhzok41qe8ox0o1_500_large

კატეგორია: Stars | ნანახია: 657 | დაამატა: Anna)) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
რეკლამა 3 
 
Copyright MyCorp © 2025